ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ - „სპორტი ყველასათვის“, თბილისში ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები გამართა.
კიკვიძის პარკსა და „აის არენაზე“ აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებების სტუმრები მონაწილეობდნენ სხვადსხვა სახის სპორტულ და სახალისო თამაშებში.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.