ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი ოსლოს, ჟენევის, მიუნხენისა და ვისლერის გვერდითაა დასახელებული.
ღონისძიება 24 ნოემბერს, პურტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი.
ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს. ნომინაციაზე წარსადგენად ქალაქები სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ატრაქციებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასების მიხედვით შეარჩიეს.
2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6 ჯერ მოიპოვა.