ფასტივალი "ხელოვანები მომავლისათვის"

21 ნოემბერი 2024, 20:17 734 ნახვა

ტურისტული ქალაქი კიდევ ერთ ფესტივალს მასპინძლობს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში მუსიკოს ნინა კუპატაძის ხელმძღვანელობით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ.
ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, „ ხელოვანები მომავლისთვის „ ფესტივალი დღეს დაიწყო და 23 ნოემბრამდე გაგრძელდება . " მომავლის ვარსკვლავების " ყოველწლიურ კვირეულში „ფესტივალიდან ფესტივალამდე" მონაწილეობას ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ვირტუოზი მუსიკოსები საქართველოდან , აშშ დან და თურქეთიდან მონაწილეობენ.
ფესტივალის მონაწილეებისთვის იზმირის კონსერვატორიის და ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობიდან მოწვეული მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში