თეონა ბაკურიძე დირექტორის წინააღმდეგ მორიგ სარჩელს ამზადებს

14 მარტი 2020, 18:40 487 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ბრძანებას მაუწყებლის უკვე ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში გაასაჩივრებს. ჟურნალისტის ინტერესებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს. იურისტის განმარტებით, შორენა ღლონტისა და მაიკო მერკვილაძის მსგავსად, თეონა ბაკურიძის შემთხვევაშიც დირექტორის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, საქმის მოკვლევა კი ცალმხრივად წარმოებული.

ბაკურიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუშინ ჩაბარდა. მიზეზად სამსახურის ზემდგომი პირების დაუმორჩილებლობა, ბულინგი და საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეფერხება სახელდება სახელდება, რამაც დირექტორის აზრით დააზარალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში