აჭარაში იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს - მოქალაქეები თვითიზოლაციის წესებს არღვევენ

13 მარტი 2020, 16:35 7250 ნახვა

ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყებამ   დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა ასევე ხარაგაულში, თბილისში, ქუთაისსა და  მარნეულში. 

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრები 30 წლის კაცი პოლიციამ იძულებით კარანტინში დღეს გადაიყვანა. იგი საქართველოში 9 წელია არ იმყოფებოდა, იტალიიდან კი 8 დღის წინ ჩამოვიდა.  

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში