3 დეკემბერს კლინიკებში გადაიყვანეს 15 პირი, მათ შორის 11 აქციის მონაწილე, სამი მედიის წარმომადგენელი, ერთი კი შსს-ს თანამშრომელია - სამინისტრო

04 დეკემბერი 2024, 12:32 205 ნახვა

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი, მათ შორის, აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალებების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში