თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დროებით დევნილებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მხარის რწმუნებულთან ერთად დაესწრო.
სამედიცინო აქცია თელავში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელა.