ხუცუბნიდან იძულებით კარანტინში გადაყვანილი პირი, იტალიიდან 8 დღის წინ ჩამოვიდა 

13 მარტი 2020, 15:36 22618 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრები 30 წლის კაცი პოლიციამ იძულებით კარანტინში გადაიყვანა. იგი საქართველოში 9 წელია არ იმყოფებოდა, იტალიიდან კი 8 დღის წინ ჩამოვიდა. 

განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა კარანტინში გადაყვანილი კაცის მეგობარი, რომელის მტკიცებით: ახალგაზრდა კაცი გერმანიაში იმყოფებოდა მხოლოდ 9 თვის განმავლობაში, მისთვის არავის თქვამს რომ თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო და ნებით გაყვა ის პოლიციას კარანტინში. 

იმის გამო, რომ მაღალი რისკჯგუფის ქვეყნიდან იყო ჩამოსული, მას სავალდებულო თვითიზოლაციაში პერიოდი უნდა გაევლო, თუმცა პირობა დაარღვია. ამის გამო, იგი პოლიციამ დააკავა და საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს 30 წლის კაცის მეზობლებმა უთხრეს, რომ მას აქტიური და ახლო კომუნიკაცია ჰქონდა ყველა მეზობელთან და ახლობელთან.  ამბობენ, რომ გაფრთხილებული იყო, მაგრამ მაინც დადიოდა გარეთ.

ახალგაზრდა კაცს ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს. მეზობლების თქმით, ვიზუალურად მათ არაფერი არ შეუმჩნევიათ. ან ცხელება, ან სურდო, ან გაციება. 

 

ფოტო არქივი 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში