"აჭარის მაუწყებელში სუს-ია'' - ჟურნალისტების მდუმარე პროტესტი 

28 თებერვალი 2020, 20:45 7285 ნახვა

მაუწყებელში სუს-ია ამ სლოგანით, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში, პროტესტი ერთ წუთიანი დუმილით გამოხატეს. 

"ჩვენ ახალი ამბების გუნდის, ჰეშთეგის და ბევრი სხვა გადაცემის სახელით გვინდა, ერთ წუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილის ფორმატით გამოვხატოთ პროტესტი, იმ პროცესის მიმართ რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს. ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში რათქმაუნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთ წუთიანი დუმილით" - განაცხადა, გადაცემა "მთავარი"-ს წამყვანმა თეონა ბაკურიძემ

დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

ორი კვირის განმავლობაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა,  საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი - შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე

ამ პროცესებს თავიდანვე პროგნოზირებდნენ ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი