რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის კიბერშეტევა საქართველოში 

20 თებერვალი 2020, 20:02 268 ნახვა

პოლონეთი,ნიდერლანდები, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ბრიტანეთი , ამერიკის შეერთებული შტატები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და გმობენ რუსეთის მავნებლურ კიბერ-აქტივობებს. საქართველოს საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ   გასული წლის ოქტომბერში საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, რომლის ობიექტიც სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიების და მედიის ვებ-გვერდები გახდა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

მაშინ ათასობით საიტი გაითიშა და გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით - მე დავბრუნდები. ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში