ზუგდიდი - თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ვაგონიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

14 თებერვალი 2020, 14:11 2010 ნახვა

ზუგდიდი-თბილისის მატარებელს აბაშასთან ცეცხლი გაუჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ვაგონში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა მატარებლიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან, ცეცხლი ლოკალიზებულია.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

"სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა"- ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე განმარტებით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში