ხულოში გზებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

12 თებერვალი 2020, 10:53 610 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გზებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. შიდა საუბნო გზების უმეტესობა გაწმენდილია, თუმცა ლიპყინულის გამო ტრანსპორტს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილება უჭირს. ადგილობრივების განმარტებით, გზებზე არ არის დაყრილი ტექნიკური მარილი, რის გამოც მაღალია მოცურების რისკი. ამ დროისთვის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო, დღეს სააღმზრდელო პროცესი არ შედგა ხულოს სამ ბაღში. სასწავლო პროცესი ერთ ბაღში ჩაიშალა შუახევში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი