თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი? თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი - დავით გაბაიძე აქტივისტს

06 თებერვალი 2020, 11:03 849 ნახვა

"თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი? თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი. რატომ უარყოფთ, რომ ნაცმოძრაობას წარმოადგნეთ? სირცხვილია ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება?"- ასე მიმართა მოძრაობა "ალტერნატივას" ლიდერ ხათუნა ბერიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დავით გაბაიძის შეფასებას ხათუნა ბერიძის გაღიზიანება მოჰყვა.

"თქვენ მე ბრალს მდებთ, რომ პარტიული ვარ, ძალიან გთხოვთ ნუ ეცდებით ჩვენს პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. მე ვიქნები ნაციონალიც, დემოკრატიც, ვინც იქნება ქართული ოცნების წინააღმდეგ. თქვენი ზონდერები გამოვიდნენ აქედან და გამოიწვიეს ის რაც აქ მოხდა."- უპასუხა "ალტერნატივას ლიდერმა" დავით გაბაიძეს.

გაბაიძე ამბობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს.

"თქვენ გაინტერესებთ ვგრძნობ თუ არა თავს დამნაშავედ? არ ვგრძნობ, შეგიძლიათ ეს მესიჯი გაიტანოთ"-ასე მიმართა დავით გაბაიძემ ხათუნა ბერიძეს.

ხათუნა ბერიძესა და დავით გაბაიძეს შორის დიალოგი ბათუმის საკრებულოს შენობაში გაიმართა, სადაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაზე უნდა იმსჯელონ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი