დაბა ქედაში, ცენტრალურ გზასთან მეწყერი ჩამოწვა

31 იანვარი 2020, 11:51 2645 ნახვა

დაბა ქედაში, ცენტრალურ გზასთან მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს , რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

მერის მოადგილის ინფორმაციით, მეწყერი დაახლოებით ღამის 3 საათზე ჩამოწვა,  გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. როლანდ ბერიძის თქმით, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე