სარფის საზღვარზე შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ

27 იანვარი 2020, 11:40 4118 ნახვა

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთიდან შემოსულ მგზავრებს ექიმები ვირუსზე ამოწმებენ, ტემპერატურას დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ. მედიკოსთა ჯგუფი იქ 24 საათის განმავლობაში იმყოფება. 

ჩინეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე არ სრულდება. 

კონტროლი დაიწყო თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებშიც. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა. უწყებამ მგზავრების შესამოწმებლად სპეციალური ზომები 25 იანვარს მიიღო.

 ბოლო ინფორმაციით ჩინეთში კორონავირუსს 80-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში