22 დაღუპული,1000-ზე მეტი დაშავებული, დანგრეული და დაზიანებული შენობები -დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში 

25 იანვარი 2020, 18:08 562 ნახვა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 22 დაღუპული და 1000-ზე მეტი დაშავებული, დანგრეული და დაზიანებული შენობები. ასობით მაშველი ამ დრომდე ტრაგედიის ადგილზე ნანგრევებში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებს. 6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ სივრიჯის მახლობლად ადგილობრივი დროით 20 საათსა და 55 წუთზე დაფიქსირდა. 

ასობით ადამიანი მძიმე დაზიანებებით მკურნალობას ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. დამანგრეველი ბიძგების შემდეგ სტიქიის ეპიცენტრში 200-ზე მეტი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რამაც პირველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების ნგრევა გამოიწვია.

განსაკუთრებულად დაზარალდა თურქეთის ორი რეგიონი - ელაზიღი და მალათია. სტიქიის გამო, მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც, ასევე კვიპროსზე, ლიბანსა და ირანში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში