ტოჩინოშინი დღევანდელ შეხვედრაშიც დამარცხდა 

23 იანვარი 2020, 12:55 352 ნახვა

ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინი ბაშოს ვიცე-ლიდერს იაპონელ ოძეკს ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა. რთულ ბრძოლაში მეტოქემ ლევან გორგაძე კოტენაგეს ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 5 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი 3 ბრძოლიდან, მან სამივე უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-13 საშეჯიბრო დღეს გოეიდო იქნება, რომლის ბალანსი მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება და 7 მარცხია.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი