დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი მინიმალურია

22 იანვარი 2020, 14:08 1388 ნახვა

ამოუცნობი ვირუსის გამოჩენის შემდეგ მეცნიერები ახალ საგანგაშო დასკვნას დებენ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია, თუმცა ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში მიფრინავს, ან უკვე საქართველოში დაბრუნდნენ.

უნდა მოერიდონ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ასევე  ცხოველებთან კონტაქტს და  თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, წყლის არ ქონის შემთხვევაში, კი ალკოჰოლური სითხის გამოყენება.

გამყრელიძის თქმით,  ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთდეს ქვეყნის შიგნით.  ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი