ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი

17 იანვარი 2020, 15:00 1050 ნახვა

ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.ქართველი ფალავანი მიმდინარე ბაშოს ლიდერს, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინის  ბალანსი 2:4-ზე გაუხდა. გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც ქართველს პირადი ბალანსი 7:10-ზე აქვს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში