ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო - BBC

09 იანვარი 2020, 21:46 2680 ნახვა

"აშშ-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ორი საჰაერო სარაკეტო გასროლა, რაც თვითმფრინავის აფეთქებამდე ცოტა ხნის წინ მოხდა", — წერს BBC. 

BBC-ის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ დაფიქსირებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ი აფრენის დროს სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.

„სიბიეს ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა.  

„სიბიეს ნიუსი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების დროს ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება დაფიქსირდა.

უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში