აჭარის მაუწყებლის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

08 იანვარი 2020, 14:43 2648 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილ ავტომობილს,  გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ რენესთან ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის დროს მანქანაში დირექტორის მოადგილე და მძღოლი იმყოფებოდნენ. ჯემალ გვეტაძე სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში მიდიოდა. 

ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

ავტომობილი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წელს შეიძინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი