შუახევში, ბარათაულის თემის სოფელ ვანში ხანძარი იყო. ორი სახლი მთლიანად დაიწვა, მესამე კი ნაწილობრივ. საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ახლოს იყო, ამიტომ ცეცხლი გვერდით მდებარე ობიექტებზე მალევე გავრცელდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელი ქარია, რამაც სავარაუდოდ ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.