შუახევის მერის მოადგილე აქტივისტს თმაში სწვდა

04 დეკემბერი 2019, 20:14 6381 ნახვა

შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ''ალტერნატივას'' წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ ის აქტივისტს თმაში სწვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დღეს დილიდან აქციებს მართავდნენ მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან. ისინი ჯერ ხულოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი შუახევში გადაინაცვლეს. 

დაპირისპირება და ხმაური იყო ორივე ბიუროსთან.  

ხულოში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც შეეხება შუახევის ეპიზოდს, ამ ეტაპზე გამოძიება არ დაწყებულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში