მაკონტროლებლებმა 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს - საგამოძიებო სამსახური 

03 დეკემბერი 2019, 09:58 1822 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე ამხილეს 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში