რუსეთს შესაძლოა აეკრძალოს მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა

27 ნოემბერი 2019, 11:32 2318 ნახვა

რუსეთს საერთაშორისო სპორტულ თამაშებში მონაწილეობაზე აკრძალვა ემუქრება - ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

რადიკალური ზომების მიღებაზე დისკუსია, მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს (WADA-ს)გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის სპორტული ნაკრების სპორტსმენებს დოპინგის მოხმარება დაუდგინდათ, ეს მონაცემები კი რუსეთმა წაშალა.

ოლიმპიურმა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერს WADA-ს რეკომენდაციებს და რუსეთის დოპინგურ სკანდალთან დაკავშირებით უმკაცრესი ზომების მიღებას ემხრობა.

სავარაუდოდ, რუსეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება და შესაძლოა შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოს.

რუსეთის სპორტის მინისტრის თქმით, პრეტენზიები სერიოზულია, თუმცა რუსეთს სანქციების არიდების გარკვეული შანსები მაინც აქვს.

WADA-ს რეკომედაციების თანახმად: რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე; აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილეობა მაღალ რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.

შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები; რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს; ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში