აქცია პროკურატურასთან

10 სექტემბერი 2016, 00:00 3468 ნახვა

მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. მოთხოვნა  აჭარის რაიონულ პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერეს.    მათი მტკიცებით, არსებობს ვიდეო მასალა, რომ დაკავებულს იარაღი და ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. აქციაზე თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.  უფლებადამცველი  პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე  საუბრობს.   მინდია ოჯახიშვილს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაცვის მხარე  მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს. იარაღის ჩადების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. გამოძიება მინდია ოჯახიშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა   და  პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში