კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს

05 ივლისი 2025, 14:53 90 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, კამანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან თბილისის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება და ხოცვა-ჟლეტა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში