ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში თანამედროვე ანიმაციური სტუდია მოეწყო, სადაც ადგილობრივი მოსწავლეები ანიმაციური ფილმების შექმნის საფუძვლებს შეისწავლიან. შუახევის მერიის მხარდაჭერით, სტუდიისთვის შეძენილია სპეციალურად ანიმაციაზე მორგებული კომპიუტერები და პროფესიონალური გრაფიკული პლანშეტები.
მიმდინარე წელს ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბიუჯეტი გაორმაგდა და 456,270 ლარს შეადგენს. მუსიკალურ განათლებას 170 მოსწავლე ეუფლება. ფუნქციონირებს 10 წრე და 5 ფილიალი. მიმდინარე წელს შეძენილია მუსიკალური ინსტრუმენტები, სკოლაში დაემატა ვიოლინოსა და ჩელოს სწავლება.
სკოლის ბაზაზე გაიხსნა ხიჭაურის ფილიალი, დაგეგმილია ასევე ბუთურაულის ფილიალის ანსამბლისთვის ინსტრუმენტებისა და საცეკვაო ფორმების შეძენა.