შეხვედრა ბიზნესთან დახურულ კარს მიღმა. ქვეყნის პრემიერ მინისტრთან რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დღეს შეხვედრაზე მივიდნენ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არ ფლობდნენ ინფორმაციას, რატომ ჩაინიშნა მათთან აუდიენცია, რომელსაც ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.