მესტიაში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან 90-მდე მეხანძრე ჩაერთო

19 ნოემბერი 2019, 11:01 1516 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ წინ ღამით გაჩნდა, მზიანი ამინდების გამო კი ცეცხლი ადვილად გავრცელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში