ტრენინგი მუზეუმის თანამშრომლებისთვის

09 სექტემბერი 2016, 00:00 2978 ნახვა

ქედის ისტორიულ მუზეუმში სემინარი ჩატარდა. მუზეუმების თანამშრომლებს პროფესიული ტრენინგი საქართველოს მუზეუმების ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში როგორც მენეჯმენტის ასევე, საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობის განვითარებას. სემინარი ხელს შეუწყობს მუზეუმების საგანმანათლებლო კუთხით წარმოჩენას. ტრენინგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ორგანიზებით იმართება.  ქედის  მუზეუმში 823 ექსპონანტი ინახება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში