ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს

15 ნოემბერი 2019, 20:27 1584 ნახვა

უკრაინის უშიშროების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი.

 უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ცეზარ ტოხოსაშვილი,  ცნობილი როგორც ალ ბარა შიშანი. ის 2012 წლის შემდეგ "ახადუნ ახატის" ჯამაათის ამირი იყო და მისი ქვედანაყოფი ლატაკიის პროვინციაში მოქმედებდა. 2013 წლიდან კი ის დაეშის სამხედრო ამირის, აბუ უმარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) მოადგილე იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი