ნინო წილოსანს გურიაში ხმაურით დახვდნენ

15 ნოემბერი 2019, 18:29 593 ნახვა

თავისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მიმავალმა ნინო წილოსანმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც  ხსნიდა იმას თუ რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა ევროპის ქვეყნებში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს და ეს ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს. თავის გადაწყვეტილებაზე დეტალების განმარტება მას არ დასცალდა, რადგან შეხვედრაზე მისულს ამომრჩევლები მას პროტესტით დახვდნენ და ჰკითხეს შერცხვა თუ არა მას მოქალაქეების, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი