შუახევში ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული დაიწვა

12 ნოემბერი 2019, 21:50 4503 ნახვა

შუახევში, სოფელ დღვანში ხანძარია. ცეცხლი ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. რაც შეეხება პირველ სართულს, როგორც დაზარალებულის მეზობლები ყვებიან, ის ქვისგან იყო ნაგები და გადარჩა. 

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. 

 

 

ფოტო: არქივი

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში