2020 აჭარის ბიუჯეტი - დაპირისპირება უმაღლეს საბჭოში

12 ნოემბერი 2019, 20:03 381 ნახვა

ხმაური იყო დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. კომიტეტებში რეგიონის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძეს ოპოზიცია მეტ კონკრეტიკას სთხოვდა.

ისმოდა პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით ბიუჯეტის პრიორიტეტები ისეა დაგეგმილი, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო წელს შეძლოს ე.წ. „ატკატების“ აღება.
 

უმრავლესობის წევრის ვახტანგ წულაძის შეფასებით კი ეს ოპოზიციის დემაგოგიაა.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი