ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 

20 ოქტომბერი 2025, 12:12 123 ნახვა

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, ისინი დღეს საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ, მათ შორის 4 ოქტომბრის არჩევნებსა და დემოკრატიულ უკუსვლაზე.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები, ევროკავშირის ურთიერთობების ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

სხდომის დაწყების წინ გაკეთდა განცხადებები.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი”, “საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ამ მომენტში კი ისინი დისტანცირებულები არიან” – ეს ის გზავნილებია, რომლებიც მსოფლიო ლიდერებმა ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ გააკეთეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში