ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 

20 ოქტომბერი 2025, 14:33 94 ნახვა

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილავენ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები, ევროკავშირის ურთიერთობების ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი”, “საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ამ მომენტში კი ისინი დისტანცირებულები არიან” – ეს ის გზავნილებია, რომლებიც მსოფლიო ლიდერებმა ლუქსემბურგში სხდომის დაწყების წინ საქართველოს შესახებ გააკეთეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში