ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოს შესახებ წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.
„ხელისუფლება „მოღალატეა“, „რუსის სტავლენიკი“, „სიმსივნე“ – ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე,”- წერს პაპუაშვილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე