დღემდე, ევროკავშირის ელჩს ვერ დააცდევინა ვერავინ დაგმობა ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს მათ შორის ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად.
„პირდაპირ ეთერში ვხედავდით, ყველა მოქალაქე ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს. მაშინ ჩატარდა ჩხრეკები სხვადასხვა პარტიის თუ ორგანიზაციის ოფისებში, სადაც ამოღებულ იქნა მოლოტოვის კოქტეილები და სხვა. ახლაც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ, როგორ უნდა მოაწყონ ბარიკადები, თავდასხმა როგორ უნდა განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ, ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ყველა ეს გარედან მხარდაჭერილი ჯგუფები ამით იყვნენ დაკავებული. ჩვენ ამას პირდაპირ ვხედავდით, პარლამენტის შენობაზე როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა 90-იანი წლებიდან პირველად ქუჩაში ფაქტობრივად დაგვიდგეს ვირტუალური ომი. 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა და ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი. ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს მათ შორის ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის, რომ დღემდე, ევროკავშირის ელჩს ვერავინ დააცდევინა დაგმობა ამ ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა. ამიტომ ვერ დავაცდევინებთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებზე, მათ შორის, სხვადასხვა უცხოელებთან, რადგან იციან, რომ რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.