სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

25 წუთის წინ 57 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ პოლიტიკური შეფასებების და განხილვის საგანია. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებას ქართული ოცნება პროპაგანდის ნაწილად იყენებს და რეალურად ქვეყანაშ სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და სისტემა კლანური მმართველობის ქვეშაა.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აჩვენა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში