საქართველოს კულტურის სამინისტრო ხალედ ელ-ენანს იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს

08 ნოემბერი 2025, 16:52 122 ნახვა

საქართველოს კულტურის სამინისტრო ეგვიპტოლოგ, ხალედ ელ-ენანს იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს.

"საქართველოსთვის, რომელმაც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი საგანძური შემოუნახა, იუნესკო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ხალედ ელ-ენანს საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის, კაიროს ეგვიპტური მუზეუმისა და ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა საქმეთა მინისტრის რანგში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.

 

ხალედ ელ-ენანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეგვიპტის მუზეუმებს შორის მემორანდუმის გაფორმებაში, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის, კონსერვაცია-რესტავრაციის, განათლებისა და არქეოლოგიის მიმართულებით ერთობლივ პროგრამებს ითვალისწინებდა.

 

გვჯერა, რომ იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად ხალედ ელ-ენანის არჩევა საქართველოსა და იუნესკო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას შექმნის", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე