პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად ცნო

12 ნოემბერი 2019, 20:02 1557 ნახვა

დღეს განხილვის კიდევ ერთი თემა მაკო გომურის და კიდევ ორი პირისთვის, 20 ივნისის მოვლენებიდან, 5 თვის თავზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იყო.

გომური ამბობს, რომ არასწორია ის ფაქტი რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, იმავე დღეს დაშავებულ გიორგი სულაშვილს კი-არა. ამავე განცხადებაში იგი მის მხარდამჭერებსა და უფლებადამცველებს მადლობას უხდის.

ამბობს, რომ ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის და ტკივილის შემდეგ მაინც გაიმარჯვა. ჯერ ვერ გაიმარჯვეს სხვა დაზარალებულებმა. მათ უფლებებს და ინტერესებს საია იცავს, სადაც უკვირთ, მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე,  რა პრინციპით გამიჯნა ახლა პროკურატურამ დაზარალებულები.  

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი