''ფეხებზე გკიდიათ'', ''ნაძირალა'', ივანიშვილის გოშიები'', ''ბერბიჭაშვილები'' - ფრაზები პარლამენტიდან 

12 ნოემბერი 2019, 15:15 444 ნახვა

''ფეხებზე გკიდიათ'', ''ნაძირალა'', ივანიშვილის გოშიები'', ''ბერბიჭაშვილები'', ''ახალი დროის ორჯონიკიძეები'' , ''გარეთ გამოდი'', ''მკიდია თქვენი კონსტიტუცია'' - ეს ფრაზები დღეს საქართველოს პარლამენტში ისმოდა. კოლეგები სხდომათა დარბაზში ერთმანეთს ამ ეპითეტებით მიმართავდნენ. 

კამათი ეკლესიაში არსებული ვითარებას მოჰყვა. პოლიტიკური ოპონენტები ეკლესიაზე შტურმის ავტორებს საპირისპირო ბანაკებში ეძებდნენ. 

გადაავლეთ თვალი ფრაზებს, რომლებიც დღეს ''ქართული ოცნების და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ერთმანეთს უთხრეს. 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან გვახსოვს. ეს არის ბოლშევიკური სული. ნაციონალურ მოძრაობას ხელში, რომ გქონდეთ უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდით. თუმცა დღეს მათ აქვთ სხვა იარაღი. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები.''

დიმიტრი ხუნდაძე: გახსოვთ ალბათ ეკლესიებზე განხორციელებული შეტევა. ახალაიების პირადი მოძღვრის, კარის მოძღვრის - პეტრეს ილია მეორეზე გალაშქრება. რა ჯიშის ხართ, რა ჯილაგის, რა რწმენის, რომ გინდათ ყველაფერზე გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს...''

სალომე სამადაშვილი: თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და იგივე და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ''ბიძინა ივანიშვილის გოშიები''. თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, მოხვედით აქ იმისთვის რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს საქართველოს ეკლესია.'' 

გედევან ფოფხაძე: ​''თუ ჩემთან ხარ, რაიმე გინდა გამოდი გარეთ.''

ირმა ინაშვილი: ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, ის რაც ხდება ამ დარბაზში. ქართველის ხალხის გადმოსახედიდან, რომელიც ხლა ეკრანებიდან თვალს ადევნებს ამ სხდომას. ძალიან მძიმეს შთაბეჭდილებას სტოვებს ის, რომ ახლოვდება არჩევნები, იწევს ტემპერატურა და ხალხი ყველას ფეხებზე გკიდიათ. ეს არის სიმართლე''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი