ლავასოღლის ახლობლები კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლებას ითხოვენ

04 ნოემბერი 2019, 10:33 7510 ნახვა

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.

ისინი აჭარაში თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ მიდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია, თურქული მხარე კი, მოთხოვნის მიუხედავად განმარტებებს არ აკეთებს. მათი თქმით, ის უკვე ერთი წელია საპატიმროშია. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინდია ლავასოღლი გათავისუფლდეს თურქეთის ციხიდან. აღნიშნული პიროვნება სრულად უკანონოდ იმყოფება ციხეში, თუმცა არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ ის იმყოფებოდეს საპატიმროში. როგორც იცით მას საქართველოში აქვს მისჯილი, თუმცა თურქეთში არანაირი ბრალდება არ აქვს წარდგენილი. ის დააკავეს და ციხეში იმყოფება, შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ერთ დღეში უკანვე შეაბრუნეს.

როგორც გითხარით, ​სამართლებელივად თურქეთი ლავასოღლის არაფერს ედავება, არც მისჯილი აქვს. ასე გაურკვევლად იმყოფება ციხეში. საქართველოს მხრიდან მივიღეთ წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს არანაირი კომპეტენცია არ აქვს თურქეთში თუ იმყოფება საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს ლოგიკური კითხვა, თუ საქართველო არაფერ შუაშია (სადაც მისჯილი აქვს და არ მოუთხოვია მისი ექსტრადირება ავტ.), მაშინ თურქეთი რა შუაშია? ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს თურქეთის კონსული და ავუხსნათ სიტუაცია... გავიგოთ რატომ ზის ლავასოღლი თურქეთის ციხეში? ერთხელ შევხდით ჩვენ ბათუმში საკონსულოს წარმომადგენლით და მაშინ გვითხრეს, რომ ეს საქართველოს მოთხოვნით იყო. როცა ოფიციალური წერილი მივიღეთ, დავინახეთ, რომ საქართველოს არ აქვს მოთხოვნა მისი პატიმრობა" - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

კანონიერი ქურდი მინდია გორაძე  თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრება. 

ამის მიუხედავად, საქართველოს კანონიერ ქურდობაში მსჯავრდებულის ექსტრადირება თურქეთიდან ამ დრომდე მომხდარა. კანონიერი ქურდის ადვოკატი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავებამდე ერთი თვით ადრე ამბობდა, რომ კანონიერ ქურდს საქართველოში ჩამოსვლა სურდა, თუმცა მას ძალოვანი უწყებები ეუბნებოდნენ, რომ მისი ადგილი საქართველოში არაა.   

მიმდინარე წლის თებერვალში  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი დამნაშავედ ცნო. 

გორაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება მისი ექსტრადირებისგან თავს იკავებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი