კანონიერი ქურდის ''ლავასოღლის'' გავლენები აჭარაში 

24 სექტემბერი 2018, 00:00 18625 ნახვა

ძებნილი მინდია ლავასოღლი და მასთან დაკავშირებული შემთხვევები აჭარაში - მართალია ამაზე არ სურთ ღიად კომენტარის გაკეთება, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში საუბრობენ იმაზე რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ აქტიურადაა ჩაბმული აჭარაში მიმდინარე პროცესებში.

ფაქტებისა და გავლენების შესახებ გვიყვება ყოფილი პოლიციელი და ოპოზიციონერი გია ხალვაში, იგი ამტკიცებს რომ სწორედ ლავასოღლისთანაა კავშირში ხანძარი ქობულეთის ერთ-ერთ რესტორანში, რაც თანხის მიცემაზე უარის თქმის საპასუხო ქმედება იყო. იგი ასევე ირწმუნება რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ფულს სძალავს თურქეთში სამუშაოდ გადასულ ქართველებს.

ლავასოღლის გავლენებზე „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა. „აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით მინდია გორაძე აჭარაში ბევრ საკითხს „აგვარებს,“ მათ შორისაა სამშენებლო ნებართვები. ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გავლენებს კატეგორიულად გამორიცხავენ აჭარის მთავრობაში.

მის მიმართ გამოძიება აქვს დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლავასოღლი იძებნება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი