ახალი რეგულაცია პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის შესახებ

21 ოქტომბერი 2025, 11:18 116 ნახვა

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საყოფაცხოვრებო ნაწარმს მოიხმარს, რაც  3.9 - 5.9 ათას ტონას შეადგენს.

საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე