ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩარიცხულთა საშუალო ქულებით რეიტინგში 22-ეა

21 ოქტომბერი 2019, 20:07 751 ნახვა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 22-ე ადგილს იკავებს. ბსუ-მ გასული წლისგან განსხვავებით პოზიცია 7 ნიშნულით გაიუმჯობესა, თუმცა ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ათეულში, ან ოცეულში მაინც ვერ მოხვდა.

ქართულმა „ფორბსმა“ რეიტინგი სტუდენტების მიერ მისაღებ გამოცდებში მიღებული ქულებით დაითვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე რეიტინგული სასწავლებელი „თავისუფალი უნივერსიტეტია“.

აღსანიშნავია, რომ კერძო სასწავლებლებისგან განსხვავებით დაბალი პოზიციები აქვთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. რითი ხსნიან ამას ბათუმის უნივერსიტეტში და როგორია,  მთავარ გამოწვევად შეფასებული, მაგრამ დღემდე პრობლემად დარჩენილი, განათლების პოლიტიკა საქართველოში?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში