აზარტული თამაშების წინააღმდეგ ანა დოლიძე სახალხო მოძრაობას აფუძნებს 

18 ოქტომბერი 2019, 14:51 4333 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ახალ სახალხო მოძრაობას აფუძნებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემა იქნება. აქტივობებიც შესაბამისად დაიგეგმება.

ანა დოლიძე პარლამენტის კომიტეტის წევრებს მიმართავს და სთხოვს პროცესებში ჩაერთონ. 

"ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას და ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ამ თემით დაინტერესებული შემოგვიერთდეს," უთხრა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში