ადამია მერიას მენეჯმენტს უწუნებს

06 სექტემბერი 2016, 00:00 3392 ნახვა

“ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ბათუმის მერიას არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს. ლაშა ადამიას თქმით, საზაფხულო თუ საახალწლო ღონისძიებებისთვის სამი წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, მისი განცხადებით, კულტურული ღონისძიებები საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს, რის შედეგადაც ხალხი კონცერტებზე არ დადის. საკითხთან დაკავშირებით მერიამ კომენტარი არ გააკეთა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში