პროგრეს - ბანკის სკანდალი - მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება 

16 ოქტომბერი 2019, 18:18 869 ნახვა

კიდევ ერთი ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, საქმე ეხება ფულის გათეთრების სქემას - მთავარი არხის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ  „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა.

გამოითქვა ეჭვი, რომ ფულის გათეთრებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა და საკუთარი შავი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემას ცდილობდა. პროგრესს ბანკი ამჟამად ლიკვიდირებულია. ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს ათეთრებდა და აუცილებელია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში